09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ევროკომისია უკრაინას 70 მილიონი ევროთი დაეხმარება

უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში პეტრე პოროშენკომ კიევში ევროკომისარ ჟან კლოდ იუნკერს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს უმასპინძლა.

აღმოსავლეთში ვითარების მორიგი ესკალაციის ფონზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკრაინასთან სავაჭრო კავშირების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს სანქციების პოლიტიკას, სანამ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება.

იუნკერის თქმით, საუკეთესო გამოსვალი იქნება, თუ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება ძალაში მომავალი წლიდან შევა.

სამიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია უკრაინას 70 მილიონი ევროთი დაეხმარება. დონბასში კი შეტაკებებს ბოლო მონაცემებით, ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, სამი კი – დაიჭრა. საბრძოლო მოქმედებების ფონზე ნატო უკრაინაში რეაგირების ძალებს აორმაგებს.

 

დღის ამბები