18 სექტემბერი 2026,   22:32
ვრცლად
ევროპა ლიგის კენჭისყრა 16 დეკემბერს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება

ევროპა ლიგის დასკვნით  ტურში ბელგიის "გენტმა", საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა  "ოლეკსანდრია."

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა,  გიორგი ქვილითაია  კი 93-ე წუთზე. ევროტურნირებს რუსეთის ყველა გუნდი გამოეთიშა, რაც უკანასკნელად 18 წლის წინ მოხდა.
პლეი-ოფში პრემიერლიგისა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ყველა წარმომადგენელი გავიდა.
ამ დროისთვის, ცნობილია უკლებლივ  ყველა მერვედფინალისტი და განთესილი და განუთესავი გუნდები.

განთესილები: 
"გენტი" (ბელგია), "აიაქსი" (ნიდერლანდები), "არსენალი" (ინგლისი), "ბრაგა" (პორტუგალია), "ბაზელი (შვეიცარია), "ბენფიკა" (პორტუგალია), "სელტიკი" (შოტლანდია), "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ინტერი" (იტალია), "ისტანბული" (თურქეთი), "ლასკი" (ავსტრია), "მალმიო" (შვედეთი), "მანჩესტერი" (ინგლისი), "პორტუ" (პორტუგალია), "ზალცბურგი" (ავსტრია), "სევილია" (ესპანეთი)
განუთესავები:
"აინტრახტი" (გერმანია), "აპოელი" (კვიპროსი), "ალკმაარი" (ნიდერლანდები), "ბაიერი" (გერმანია), "ბრიუგე" (ბელგია), "ვოლფსბურგი" (გერმანია), "ვულვერჰემპტონი" (ინგლისი), "კლუჟი" (რუმინეთი), "კოპენჰაგენი" (დანია), "ხეტაფე" (ესპანეთი), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), "რეინჯერსი" (შოტლანდია), "რომა" (იტალია), "სპორტინგი" (პორტუგალია), "შახტარი" (უკრაინა)

ევროპა ლიგის კენჭისყრა 16 დეკემბერს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება. მატჩები 20 და 27 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები