ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში დარგვის აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის გამზირზე ფოთლოვანი სახეობის, იფნის, 80-მდე ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო.
აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ ადგილობრივი მოსახლეებიც, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.
აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასიხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.