18 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"ლელოს" ლიდერები რუსთავში მოსახლებას შეხვდნენ

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერები რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ. მოძრაობის წევრებმა ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.

"ლელოს ლიდერები" ამბობენ, რომ რუსთავში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკოლოგიაა.

"რუსთავის პრობლემები არ განსხვავდება საქართველოში არსებული სხვა პრობლემებისაგან. პირველ რიგში, ეს არის უმუშევრობის პრობლემა, დაბინძურებული გარემო და უპერსპექტივობის განცდა მოსახლეობაში და ჩვენ რუსთავის მოსახლეობისთვის სპეციალური პროგრამა უნდა შევიმუშავოთ," - აღნიშნა "ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები