18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
საკრებულოში დაპირისპირების დროს დაკავებული პირების სასამართლო სხდომა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოში დაკავებული 4 პირიდან ერთის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.

დააკვებულებს შორის არიან სამოქალაქო  მოძრაობა "შეცვალესა" და "სირცხვილიას" აქტივისტები. პირველი დააკვებულის პროცესი უკვე მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის განცხადებით, დაკავებულებს არ ეძლევათ საშუალება, საკმარისად მიიღონ დაცვის უფლება, რაც იმას მიუთითებს, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ჩვენს აქტივისტებს ყოველ ჯერზე იჭერენ ზუსტად პირველივე წუთს. ძალიან მარტივად იჭერენ, მარტივად გადმოჰყავთ სასამართლოში და შემდეგ მონა მოსამართლეები უშვებენ სხვადასხვა დროებითი დაკავების იზოლატორში. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ ძალადობენ, რომელთაც ხელსაც არ ვუბრუნებთ და ხმას არ ვცემთ - მათზე არანაირი რეგირება არ აქვთ", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრ თათა არველაძის განმარტებით, პროტესტი ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება და მას ვერც დაჭერით, ვერც დაშინებით და ვერც ხელების გადაგრეხით წინ ვერავინ აღუდგება.

ადვოკატი ნესტან ლონდაძე კი ამბობს, რომ პროცესები განვითარდა სწრაფად, რის შედეგადაც მას არ მიეცა საშუალება შეხვედროდა დაკავებულებს და მტკიცებულებებს გაცნობოდა.

"ასეთი დაჩქარებული ეტაპები და მე, როგორც მათი დამცველი, სასამართლო პროცესზე შევალ ისე, რომ არ მეცოდინება საქმის კონკრეტული გარემოებები და არ ვიქნები გაცნობილი და შეხვედრილი მხარეს, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მათ უკვე შეეზღუდათ დაცვის საშუალება," - აღნიშნა ადვოკატმა.

დაკავებულს სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღის ამბები