18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურში პოლიციის მაღალჩინოსნები გამოკითხვაზე იმყოფებიან

სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურში პოლიციის მაღალჩინოსნები, სადაც მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, გამოკითხვაზე იმყოფებიან. პოლიციის განყოფილების მოადგილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო თუმცა უცნობია ვის დაჭირდა სამედიცინო დახმარება.

შეგახსენებთ, მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

დღის ამბები