არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებს აღიარებენ როგორც საკანონმდებლო, ასევე - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პარლამენტმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო ბავშვთა უფლებების კოდექსზე მუშაობა, რომელიც ამ დრომდე სრულად ძალაში არ შესულა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ კანონი გაუმჯობესდება. მისი თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს.
"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ნამდვილად არის ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს. აუცილებელია კარგი კანონი და კანონის სწორად რეალიზება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას დავხარჯავ, რომ ყველა შესაძლებლობა იქნეს იდენტიფიცირებული, სადაც კი გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.