12 სექტემბერი 2026,   21:04
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და ბეჟან ლორთქიფანიძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

მორის მაჩალიკაშვილის ბიძის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მის ძმიშვილის დანაშაული არ ჩაუდენია.

"ადამიანს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და დღემდე ციხეშია გამომწყვდეული. დღევანდელი ხელისუფლებისგან მე არანაირი იმედი არ გამაჩნია. დაზარალებული არ არსებობს და უბრალოდ პროცესს დაარქვეს სახელი და მოწმეები იკითხებიან," - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

"მოცემულ საქმეზე ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი ბეჟან ლორთქიფანიძის წინააღდეგ წარმოდგენილი არ არის. მოგეხსენებათ, რომ ბეჟანი დააკავეს იმ ფაქტებზე, როდესაც ის ცდილობდა მიშველებოდა მიტინგის სხვა მონაწილე პირებს, ვინც პოლიციის კორდონში უფორმო პირებმა შეითრიეს და ვინც მოქალაქეებზე ძალადობდნენ," - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

 

დღის ამბები