12 სექტემბერი 2026,   21:04
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილე პარლამენტში მივიდა

პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება არ გააკეთა. 

ნინო ცაციაშვილის გადადგომას მესამე სექტორი და ოპოზიცია ითხოვს, რადგან ის რამდენიმე დღის განმავლობაში ამბობდა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვა ყოველგვარი ძალადობის გარეშე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.​

ნინო ცაციაშვილი პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტის წარსადგენადაა მისული. მისი თქმით, ჟურნალისტებთან განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. 

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

დღის ამბები