მიკელ არტეტა ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელია. 37 წლის სპეციალისტს, რომელიც მანჩესტერ "სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა, ლონდონელებმა 3.5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
შეგახსენებთ რომ ნოემბერში "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერი დაითხოვეს, ამ დრომდე გუნდს დროებით, ფრედერიკ ლიუნგბერგი ხელმძღვანელობდა.
არტეტას "არსენალში" ადაპტაციის გავლა არ უნდა გაუჭირდეს, ის როგორ ფეხბურთელი 2011-2016 წლებში ლონდონური კლუბის ღირსებას იცავდა. (149 მატჩი) სხვათა შორის არტეტას დანიშვნა "არსენალის" რამდენიმე ფეხბურთელმა გააპროტესტა, ობამეიანგი და ლაკაზეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გუნდის დატოვებას გეგმავენ.
"არსენალს" ინგლისურ პრემიერლიგაში 22 ქულა აქვს და 17 ტურის შემდეგ მე-10 ადგილზე იმყოფება.