18 სექტემბერი 2026,   21:51
ვრცლად
"ანორთოსისმა" პირველ ადგილზე გადაინაცვლა - ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ფეხბურთელი ათამაშა

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში "ანორთოსისმა" ლიგის აუტსაიდერი "პარალიმნი" 5:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი ფეხბურთელი ათამაშა: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.
დუბლი გაიფორმა კაჭარავამ, ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო შეხვედრას "ანორთოსისი" უკვე 2020 წელს გამართავს,  6 იანვარს ფამაგუსტელები  "პაფოსის" დამარცხებას შეეცდებიან.

დღის ამბები