ცოტნე გამსახურდიას ოჯახი და ადვოკატი ვერსიებზე ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ. ცოტნეს ძმა კონსტანტინე გამსახურდია, თვლის, რომ მიზანშეწონილია არსებულ ვერსიებზე თავად ცოტნე გამსახურდიამ ისაუბროს, როდესაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება.
"ცოტნე არის მართვით სუნთქვაზე ისევ ნარკოზის ქვეშ, რამდენიმე დღეში ჩატარდება ტომოგრაფია და შემდეგ სპეციალისტები იმსჯელებენ, როდის იქნება შესაძლებელი მისი გამოღვიძება. ვერსიების გარჩევას მე ვერ დავიწყებ, ზოგადად აჯობებს, რომ ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას დაველოდოთ და შემდეგ თვითონ მოყვება ყველაფერს," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ძმამ.
ცოტნე გამსახურდია უკვე რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა, რამდენიმე დღეში გადაწყდება, როდის იქნება შესაძლებელი პაციენტის გამოფხიზლება.