01 მაისი 2024,   21:32
ვრცლად
ნატო-ს გენერალური მდივანი მზად არის პუტინთან მოსკოვსა და ალიანსს შორის არსებული პრობლემები განიხილოს

იენს სტოლტენბერგს პუტინთან პირისპირ შეხვედრა სურს. ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ის მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან მოსკოვსა და ალიანსს შორის არსებული პრობლემები განიხილოს.

თავის მხრივ მოსკოვი ნატოს რუსოფობიურ განწყობებში ადანაშაულებს და მისი ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან განთავსების წინააღმდეგია.

რუსეთსა და ალიანსს შორის ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ლონდონში ნატოს ქვეყნების ლიდერების სამიტზე რუსეთი ალიანსის მთავარ საფრთხედ დასახელდა.


 

დღის ამბები