05 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. საქმე ეხება 20 ივნისის ეპიზოდს.

ოქრუაშვილის თანაგუნდელები, საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

"პროცესზე ე.წ. მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება, რომელიც საერთოდ არაფერს იძლევა, დღემდე ვერ იხილა ვერავინ ირაკლი ოქრუაშვილზე ვერცერთი სახის მტკიცებულება. ის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით არის დაპატიმრებული, ეს ყველამ იცის. სწორედ მისი და სხვა პოლიტ-პატიმრების საქმე გახდება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს პასუხისგება მოუწევს ადამიანის პირადი ტყვეობის გამო," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრმა კოტე კემულარიამ.

დღის ამბები