17 სექტემბერი 2026,   17:41
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს, თიბისი ბანკის დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. საუბარია 16 მილიონზე. საქმეში ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და მიმდინარე პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ. იურისტ კახა კოჟორიძის თქმით, ამ საქმეში არ არსებობს შავი ფული, შესაბამისად ფულის გათეთრებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს:

"პროკურატურა საუბრობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, ფულის გათეთრებაზე და ამ საქმეში ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს, რომ შემოსავალი არ არის უკანონო, არ არის შავი და როცა არ არის შავი ფული, გათეთრებასაც ადგილი არ ექნება. რა თქმა უნდა, ამას აცნობიერებს პროკურატურაც, მაგრამ ამაზე საჯარო ვერ ისაუბრებს, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას,"- განაცხადა იურისტმა კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები