18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

ტყვეობიდან გათავისუფლებულ ვაჟა გაფრინდაშვილს, გორის სამხარეო პოლიციასთან ელოდებიან. ადგილზე იმყოფება სუს-ის წარმომადგენელიც. ექიმი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება ეს ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ექიმის გათავისუფლება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისა და  ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგი გახლავთ.

"ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ,  კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პირველივე დღიდან ჩართული იყო. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, ასევე, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.

სწორედ მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის დახმარებით დადგა ის შედეგი, რომელის მომსწრენიც დღეს გავხდით, აღსანიშნავია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგვიანებით კი, უფრო მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. 

დღის ამბები