04 მაისი 2024,   14:17
ვრცლად
ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს

ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, ის იმპიჩმენტის საქმის ფარგლებში იმ შემთხვევაშიც კი არ მისცემს ჩვენებას, თუ სენატიდან შესაბამის უწყებას მიიღებს. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ტრამპი არსებული ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს. მანამდე შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ახლა საქმე სენატმა უნდა განიხილოს.

დღის ამბები