ზუგდიდის თეატრალური დასი სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს.
რატომ დაინიშნა ზურაბ ეგუტია შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორად მაშინ, როდესაც მის მიმართ არსებულ ბრალდებებზე გამოძიება მიმდინარეობს.
ზურაბ ეგუტიას მსახიობი ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ფაქტზე ძალადობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სამინისტრომ მისი დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებამდე მიიღო.
მსახიობები, მათ შორის კოკა ხუბუტია, ამბობენ, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის წინააღმდეგ განცხადებას ხელი არ მოაწერეს.
მათივე მტკიცებით, დირექტორმა რამდენიმე გასტროლის ჩაგდებაც სცადა. თავად ზურაბ ეგუტია ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ მსახიობ ხუბუტიასთვის არ დაურტყამს.