საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ტყვეობიდან გათავისუფლებულ ექიმს ოჯახთან ერთად უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება და დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა.
"ორბელიანების სასახლეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მის ოჯახთან ერთად ვუმასპინძლე და როგორც უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება, ასევე დამდეგი ახალი წელი პირადად მივულოცე. საზოგადოება ექიმის გათავისუფლებას მოუთმენლად ელოდა, ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა,"- წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.
49 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხივნალის მარიონეტულმა რეჟიმმა 28 დეკემბერს გაათავისუფლა.