გურჯაანის მუნიციპალიტეტში პურის საცხობში ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოიწამლა. მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა. ორივე მათგანი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ახლობლების ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა მათი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.
ახლობლების განცხადებით, მამა-შვილი დიდი ხანია თონეში მუშაობს, ამიტომ მომხდარი შემთხვევა მათთვის გასაკვირია. მათი თქმით, ისინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ჯერჯერობით გრძნობაზე მოსვლის არავითარი ნიშნები არ აქვთ,