01 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკი" ესტონეთში საქმიანობას წყვეტს

რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკი" ესტონეთში საქმიანობას წყვეტს. მიზეზი თანამშრომლების მიერ სამსახურიდან ერთდროულად წასვლა გახდა.

35 ადამიანმა სააგენტოში მუშაობაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც გაირკვა, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაწყებულიყო. "სპუტნიკი" ესტონეთის ხელისუფლებას ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

"სპუტნიკ ესტონეთი" რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიაა.

დღის ამბები