09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
სკანდალი-აფრიკელ ბავშვებზე ქართველი და ფრანგი სამხედროები სექსუალურად ძალადობდნენ

ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ. სკანდალური ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. 

ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.  

პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ The Guardian-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ.  

დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხოერიცელბულ ძალადობაზე საუბრობენ. 

 

დღის ამბები