25 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
ქუთაისთან ახლოს მანქანა დაიწვა

ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭოგნარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ავტომობილის წინა მხარე დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, ავტომობილის გაუმართაობა გახდა. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. 

დღის ამბები