14 სექტემბერი 2026,   15:39
ვრცლად
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - იცოდნენ თუ არა მშობლებმა, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ ვიდეოებში იღებდნენ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დღის მთავარი კითხვაა, იცოდნენ თუ არა, მშობლებმა, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებში იღებდნენ. 

სწორედ ამ მთავარი საკითხის ირგვლივ მსჯელობენ სასამართლო პროცესზე მხარეები. მანამდე კი, ადვოკატები განცხადებებს აკეთებენ. 

"სადაოდ ვხდი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მთელ რიგ მტკიცებულებებს, თუ რამდენად კანონის შესაბამისად განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტურობასთან დაკავშირებით, ვაყენებ შუამდგომლობას და მოვითხოვ მათ დაუშვებლად ცნობას. აღსანიშნავია, რომ გამოძიების ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ,  მთელი რიგი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შემეზღუდა," - განაცხადა ადვოკატმა სალომე კალაიჯიშვილმა. 

აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ამ საქმეში დედის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. 

"ვიცავ ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც იყო ფეხმძიმედ და დეკემბერში დაახლოებით 6 თვისას მოუწია მშობიარობა, რომლის დროსაც მკვდარი ბავშვი დაბადა, ეს გახლავთ იმ არასრულწლოვანის დედა, რომელიც ამბობდა, რომ დედამ ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდა და შესაბამისად ბრალსაც არ აღიარებს. ბავშვი აღნიშნავს, რომ სულ რამდენჯერმე აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ფაქტის შემსწრე დედამისი არ ყოფილა," - აღნიშნა ადვოკატმა ივანე სამხარაძემ. 

დღის ამბები