18 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას ითხოვს

"ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე თბილისის მერის, კახა კალაძისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის ინფორმაციით, პროცესზე მოითხოვენ იმ პირების დაკითხვასაც, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ფაქტს. 

"ვიდეოჩანაწერში არ ჩანს ლაშას მხრიდან სამართალდარღვევა. დღეს პროცესზე გვექნება შუადგომლობები, ესენი იქნება ჩვენი მხრიდან მოწმეები, ვინც ფაქტის მომსწრეები იყვნენ. ასევე, იქნება შუამდგომლობა კახა კალაძის დაკითხვასთან დაკავშირებით და შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვაც მოვითხოვოთ,"- განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ის წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3 იანვარს დააკავეს, როდესაც აქტივისტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან გარემოვაჭრეების პარლამენტთან გადაყვანის მცდელობას აპროტესტებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები