11 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
NGO-ები პროკურატურას წურწუმიას საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებენ

აქვს თუ არა პარალელური გამოძიების შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს იმ საქმეზე, რომელიც პროკურატურის წარმოებაშია  - 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე, არასათანადო კვალიფიკაციის მინიჭებით გახსნილი ინსპექტორის სამსახურის უარი, 8 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის არის დაუსაბუთებელი.

ისინი მოუწოდებენ მაკონტროლებელ ორგანოს, საგამოძიებო უწყებისგან დამოუკიდებლად შეაფასოს ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების საეჭვო გარემოებები და გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები, რათა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს. განცხადების ავტორი ორგანიზაციები თავის მხრივ მოუწოდებენ პროკურატურასაც, რომ უწყებამ უზრუნველყოს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ გადაცემა.

"თავიდანვე ჩანდა ის მაღალი რისკები, რომელიც ზოგადად ახასიათებს ამგვარი საქმეების გამოძიებას საქართველოში, როდესაც პროკურატურა იძიებს სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელთა სავარაუდო დანაშაულებს და ხდება ხოლმე ამ დანაშაულების კვალის დაფარვა ან ლმობიერი ბრალის წაყენება მათთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქმის გამოძიებაში სახელმწიფო ინსპექტორი ჩაერთოს," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. 

ადვოკატი, სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ისინი ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ არამართებულად მიიჩნევს. 

"სახელმწიფო ინსპექტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ გამოიძიებს ამ საქმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურას სხვა მუხლებით აქვს დაწყებული გამოძიება, არის მათი როლის არამართებული გააზრება ვინაიდან, სწორედ ასეთი საქმეების გამოძიებისთვის არის შექმნილი ეს სამსახური," - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა

დღის ამბები