18 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
მოძრაობა "შეცვალე" ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს დღეს სამინისტროსთან გააპროტესტებს

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზების გასაპროტესტებლად დღეს აქცია იგეგმება სამინისტროსთან.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრები სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან, ექიმებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იმ კონკრეტული პროგრამების ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ, რომლებმაც საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულეს.

აქტივისტების შეკრების ერთ-ერთი მიზეზი  სახელმწიფო აუდიტის ორი დღის წინანდელი დასკვნაა.

როგორც გაირკვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მომართვიანობის გამო 500 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

დღის ამბები