18 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
კლუბ "ბასიანის" საქმეზე დაკავებული პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

კლუბ "ბასიანთან" სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე დაკავებული მამაკაცისთვის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

დაიჭრა 3 პირი. საქმეზე მიმდინარე გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა და დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახლა არა უვადო, არამედ 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები