05 აგვისტო 2020,   05:30
ვრცლად
თბილისის სამხატვრო აკადემიის ახალი სიცოცხლე - სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეში დასრულდება

1922 წლიდან უნიკალურ და ზღაპრულ სასახლეში აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ დაიდო ბინა. მას შემდეგ არაერთი რექტორი მოითხოვდა შენობის რეაბილიტაციას. ითხოვდნენ, რომ გაემაგრებინათ აკადემიის შენობა და გადაერჩინათ იგი დანგრევისაგან. რეაბილიტაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო. ზუსტად 2 თვეში კი უკვე დასრულებული აკადემია გაიხსნება და სტუდენტების გარდა, პირველ დამთვალიერებელსაც უმასპინძლებს. სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების მიერ განხორციელდა. პროექტი სრულად დაფინანსდა სახელწიფოს მიერ და ამ ეტაპზე უკვე გამოიყო 12 მილიონ ლარზე მეტი.

თავდაპირველად აკადემია წარმოადგენდა სასახლეს, რომელიც სომეხი ვაჭრის ვახტანგ არშაკუნის მფლობელობაში იყო. სწორედ არშაკუნის აკვიატებულ ოცნებას უკავშირდება სასახლის დიდებული იერსახე. არშაკუნის გარდაცვალების შემდეგ, ამ სასახლეში ე.წ. საარტისტო წრე იყო განთავსებული თავისი სასტუმროთი, თეატრით, საცეკვაო დარბაზებით, საბილიარდოებითა და ბიბლიოთეკით. სწორედედ ამას უკავშირდება შენობის აღმოსავლურ-დასავლური არქტექტურის სინთეზიც. რეაბილიტაციის პროცესში ყველაზე საფრთხილო სწორედ შენობის სარკეებიანი დარბაზების აღდგენა იყო.

სარკეებიანი დარბაზები ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერაა შესრულებული, სტალაქტიტური ფრიზები, ყაჯარული სტილის ვიტრაჟიანი სარკმელები, მოოოქროვილი ჩარჩოები...ამ პროექტის ფარგლებში თითოელ დარბაზს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ეს კი ის დარბაზებია, რომელიც იმდროინდელი თბილისის ყველაზე საინტერესო სტუმრებსა და მეჯლისებს მასპინძლობდა.

რეაბილიტაციის შედეგად, შენობის ისტორიულ ნაწილში იქნება საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცეები, ირანული დარბაზები, დიდი ბიბლიოთეკა, საცავი, აკადემიის ფონდები, ზამთრის ბაღი. ღია ეზო გადმოკიდებული ქართული აივნებით. კავკასიაში ერთერთი უძველესი აკადემია და მსოფლიო არქიტეკტურის ერთერთი უმნიშვნელოვანი ძეგლი ზუსტად 2 თვეში ისტორიის ახალ ფურცელს დაიწყებს.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები