20 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებულის ოჯახი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობს.

ოჯახის თქმით, მათ ვახტანგ რობაქიძესთან კონტაქტი არ ჰქონიათ და არ იციან რა მოხდა სინამდვილეში.

ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის მთავარი ფიგურანტი ვახტანგ რობაქიძე, რომელიც ანრი ოხანაშვილზე თავდასხმას ცდილობდა, უკვე დაკავებულია, ის 2019 წლის ზესტაფონის მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა. მან 5.2% აიღო.

რობაქიძე ამჟმად პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" აქტივისტია.

ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მომხდარზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.  

დღის ამბები