პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს ეწვია და კონცერტს დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილმა ყველას, ვისაც ფოლკლორის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ მადლობა გადაუხადა და სალოტბარო სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.
კონცერტის შემდეგ პრეზიდენტი ოზურგეთის ოლიმპიურ სახლს ეწვია, რომელიც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით აშენდა და ქართველ სპორტსმენებს შეხვდა. ოლიმპიური სახლი კულტურულ და საქველმოქმედო ფუნქციასაც ითავსებს.
"ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ქართულ ტრადიციულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს პრეზიდენტისგან ასეთი მხარდაჭერა აქვს. ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი სამომავლოდ სხვა გეგმებშიც მხარს დაგვიჭერს," - აღნიშნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.