22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
ერთი თანამდებობის პირის საეჭვო დეკლარაცია პროკურატურას გადაეგზავნა - საჯარო სამსახურის ბიუროს განმარტება

საჯარო სამსახურის ბიურო არასწორად შევსებული დეკლარაციების საქმეზე პირველ განმარტებებს აკეთებს.

სამსახური ადასტურებს, რომ ერთი თანამდებობის პირის მონაცემები საეჭვო იყო, რის გამოც შემსწავლელმა ჯგუფმა კანონის შესაბამისად იმოქმედა და მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.

"ეს ის ერთი შემთხვევაა, როდესაც ბიუროს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემები განზრახ შეიტანეს. ამიტომაც, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქმე თავის დოკუმენტაციით გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას,"- განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ ჩიხრაძემ.

აღნიშნულს ადასტურებს პროკურატურაც, თუმცა უწყებაში  თანამდებობის პირის ვინაობას არ ასახელებენ.

დღის ამბები