25 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დამოუკიდებელ ინსპექტორს აირჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს დამოუკიდებელ ინსპექტორს აირჩევს. საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება ისეთი ადამიანი, ვინც მოსამართლეთა ე.წ. კლანის წევრებს დაუპირისპირდება.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი "მესამე ტალღის" რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოკვლევა დაევალა.

"როდესაც შეიქმნა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, ეს იყო პროგრესული, წინგადადგმული ნაბიჯი. თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლო ხელში ჩაიგდო კლანმა, ეს ინსტიტუტი იქნება ჩვეულებრივად დამოკიდებული ინსპექტორი. ჩვენ ვერ გვექნება მოლოდინი, რომ იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით ამ თანამდებობაზე დანიშნავს ადამიანს, რომელსაც ვთქვათ ერთ დღეს მოუნდება დაუპირისპირდეს თვითონ კლანის წევრებს," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები