18 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
აქცია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლთან - ბათუმში, 45 პირი ბუბა ბოლქვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

აქცია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლთან - ბათუმში, ადლიის ქუჩაზე, აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ბუბა ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლთან, კომპანია - "შენი სახლის" მშენებარე კორპუსის ბინების მესაკუთრეები შეიკრიბნენ. 45-მდე პირი კომპანიის ყოფილ დირექტორს თანხების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მას სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ბუბა ბოლქვაძე მფარველობს.

აქციის მონაწილეები ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ და სამართალდამცველებს დროულ რეაგირებას მოუწოდებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ კომპანია "შენი სახლის" ყოფილ დირექტორს ბინების შესაძენად თანხები წინასწარ ჩაურიცხეს, მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კუთვნილი ბინები ამ დრომდე არ მიუღიათ. ​მათი ინფორმაციით, მშენებლობისათვის გადარიცხული 2 მილიონი ლარით ყოფილმა დირექტორმა და სუს-ის მაღალჩინოსანმა კერძო სახლები აიშენეს.

დღის ამბები