10 სექტემბერი 2026,   21:00
ვრცლად
პლასტმასის დანები პროკურატურასთან - უწყებაში პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება აქციის ფონზე მიმდინარეობს

პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პარალელურად, "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული გუნდის წევრებმა უწყებასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ მთავარი პროკურატურის შენობასთან პლასტმასის დანები მიიტანეს და ამ ფორმით გააპროტესტეს მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის, ირაკლი შოთაძის არსებობა.

რატომ დანები? - აქციის მონაწილეებმა პასუხად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დაასახელეს, რომლის გამოძიებაც, მათი თქმით, არასწორი მიმართულებით წარიმართა ირაკლი შოთაძის პროკურორობის დროს.

ახალგაზრდა აქტივისტები პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს მართულს უწოდებენ, მათი თქმით, ვაკანტურ პოსტზე ირაკლი შოთაძის არჩევა წინასწარ უკვე გადაწყვეტილია.

დღის ამბები