დაინტერესდება თუ არა ანტიკორუფციული სააგენტო ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესით - არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ბოლო 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან გასული ის მილიონობით ლარი შეისწავლა, რომელიც მკოიანების კომპანიებს გადაერიცხათ. საწვავის შეძენაზე სულ 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 შემთხვევაში საუბარია პირდაპირ წესზე, გამარტივებული გზით.
კომპანიებმა ბიუჯეტიდან 9 წლის განმავლობაში 2 312 278 ლარი მიიღეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის მენეჯერის ზვიად ქორიძის განცხადებით, მკოიანების ოჯახის კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმეს ყველა იმ უწყებებმა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
"ყველა მუნიციპალური ორგანიზაცია აიპი, შპს, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სკოლები, ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, საოლქო საარჩევნო კომისია თუ ნებისმიერი საჯარო უწყება, როდესაც მათ დღის წესრიგში დგას საწვავის შესყიდვისა საკითხი გამარტივებული შესყიდვით ყიდულობენ საწვავს იმ კომპანიებისგან, რომელიც არის პირდაპირ აპერილებული მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან.
სხვა კომპანიები, რომელიც მანამდე იგებდნენ გამარტივებულ შესყიდვებს, ისინი პრაქტიკულად ჩაეხსნენ ამ პროცესს," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის მენეჯერმა ზვიად ქორიძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის თამუნა უჩიძის განმარტებით, 2012 წლიდან საწვავზე ტენდერები ფაქტობრივად საერთოდ აღარ ცხადდება.
აღსანიშნავია, რომც კურიერი ენზელ მკოიანმა დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან "კურიერის" ზარებს არ უპასუხა.
ვიდრე აღნიშნული ანგარიში მომზადდებოდა, დეპუტატის კომპანიებსა და საეჭვო ტენდერებზე რეპორტაჟი "კურიერის" ეთერშიც გავიდა.