18 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
რეპროდუქციული მიმართულებით არსებული გამოცდილება - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

უშვილობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რეპროდუქციული მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრების ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნებიდან 100-ზე მეტი სპეციალისტი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება.

"ბევრი ქვეყანაა ჩართული ამაში, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. რეპროდუქტოლოგია განვითარებადი დარგია და ყოველწლიურად სიახლეები შემოდის და პაციენტებს ვთავაზობთ სიახლეებს, რაც გააუმჯობესებს იმას, რომ ორსულობა უფრო ხშირად მივიღოთ," - განაცხადა ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ნინო მუსერიძემ.

დღის ამბები