თბილისში, მაჩაბლის ქუჩის 7 ნომერში, სადაც ორი ადამიანი დაიჭრა ექსპერტ კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
შემთხვევა დღის ბოლოს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა, ოჯახის სხვა წევრმა კი ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა მისი დეიდა. მეორე ვერსიით კი, ინციდენტი ურთიერთ შელაპარაკებას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.