13 მაისი 2024,   06:23
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ჩავიდა. პირად შემადგენლობას ბაზა "მარმალზე" ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და III ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობა დახვდა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული უფლებამოსილებას III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უახლოეს მომავალში გადაიბარებს და "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება.

ქვედანაყოფის ამოცანა ბაზა "მარმალის" უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება. 

დღის ამბები