25 აპრილი 2024,   02:20
ვრცლად
მოზარდის აღიარებითი ჩვენება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - შესაძლოა დამნაშავეთა წრე გაიზარდოს

მოზარდმა, რომელმაც პორნოგრაფიის გახმაურებულ საქმეზე გამოძიებამ დაზარალებულად სცნო, ჩვენების მიცემის დროს გამომძიებელს დეტალურად უამბო ფოტოსესიების შესახებ, მან ის ფაქტების გაიხსენა, როცა ამერიკელი ფოტოგრაფი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ გაშიშვლებას სთხოვდა.

ჩვენებების მიხედვით, არცერთ არასრულწლოვანს პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოების შესახებ სახლში მშობლებთან არ უსაუბრია. ამის მიზეზად კი ბავშვებმა გადაღებებზე სიარულის აკრძალვის შიში დაასახელეს. 

ყველა არასრულწლოვანი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, გამოძიებამ დაზარალებულად სცნო. ბავშვების უმეტესი ნაწილი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, გორში სკოლაში აღარ დადის, ნაწილმა კი სოფელიც დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.

დღეს სკოლის ადმინისტრაცია ამერიკის მოქალაქის გამიზნულ ქმედებაზე საუბრობს და ბრალდებულ მშობლებსა და მასწავლებლებს გარემოების მსხვერპლს უწოდებს.

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის მუხლით სულ 23 პირია დაკავებული, მათგან სამი ბრალდებულის ავსტრალიელი ფოტოგრაფისა და საქართველოს ორი მოქალაქის პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ავსტრალიის მოქალაქე ფოტოგრაფი კი, ადვოკატის ინფორმაციით, დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა მათი განმარტებით, მტკიცებულებების არაკანონიერად მოპოვების საფუძველზე დააყენა, თუმცა უშედეგოდ.

ბრალდებულების მსგავსად პროკურატურის მიერ წარდგენილ საკმაოდ მძიმე ბრალდებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ოჯახის წევრებიც. ისინი კამერებთან განმარტავდნენ, რომ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოსურათების შესახებ მშობლებმა არაფერი იცოდნენ.

დღეს გამოძიება ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოსურათების დამზადება-გავრცელების მუხლებით აქტიურად მიმდინარეობს. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა პირთა წრე გაიზარდოს. მომდევნო სასამართლო სხდომა 17 თებერვალს ჩატარდება. 

 

დღის ამბები