18 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
შეხლა-შემოხლა ბათუმის მერიასთან - დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებს შორის სამართალდამცველებმა განმუხტეს

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის მერიასთან. აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს მოძრაობა "გაბედეს", "ალტერნატივისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეძახილებით დახვდნენ.

აქციის მონაწილეებსა და უმაღლესი საბჭოს რამდენიმე თანამშრომელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. 

ბათუმის მერიასთან აქცია სხდომის დასრულების შემდეგ დაიშალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები