18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" აჭარის ტელევიზიის მიტაცება სურს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელზე განვითარებულ პროცესებს მესამე სექტორი კრიტიკულად აფასებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ არხის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ხელით ხელისუფლება ტელევიზიაში მისთვის სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკის დამყარებას ცდილობს. 

"ის, რაც დღეს ხდება აჭარის ტელევიზიაში, არის ყველა იმ ეჭვის დადასტურება, რაც თავიდანვე გამოვთქვით, როგორც კი ნათია კაპანაძე გადააყენეს დირექტორობიდან. ამას შემდეგ მოყვა ძალიან გრძელი, დაუსრულებელი პერიოდი ახალი დირექტორის არჩევის. გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდეგ პირველი, რაც მან გააკეთა, საკუთარი მოადგილე, ნათია ზოიძე, პრინციპში, აიძულა წასულიყო ტელევიზიიდან. მაია მერკვილაძესთან და სხვებთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც ხელოვნურად ქმნის გიორგი კოხრეიძე, არის იმ საბოლოო ფაზის დადასტურება, რომელი ფაზითაც "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიტაცოს აჭარის ტელევიზია. ამიტომ, ყველა საფრთხე რეალურია,"- განაცხადა მალხაზ ჭკადუამ.

დღის ამბები