20 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
დამწვარ ავტომობილში ნაპოვნი ცხედარი ქალაქ რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული

რამდენიმე საათის წინ სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარი ავტომობილი იპოვეს, რომელშიც ასევე დამწვარი ცხედარი იყო. 

ცხედარს ქალაქ რუსთავის პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდება და უკვე გაკვეთის შემდეგ, სავარაუდოდ ხვალისთვის, ფაქტის შესახებ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

დამწვარი ავტომობილი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს, რომელშიც ასევე დამწვარი ცხედარი იპოვეს.

მოსახლეობის განცხადებით, გუშინ, დაახლოებით ღამის 12 საათზე გასროლის ხმა გაიგეს და შემდგომ უკვე დილის 8-9 საათზე ავტომობილიც აღმოაჩინეს.

ადგილობრივების ვერსიით, შესაძლოა,გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ტყეში მოტყუებით მიიყვანა, თანხა გამოსძალა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოკლეს, კვალის დამალვის მიზნით კი ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

შს სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები