11 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
პოლიტიკურ შანსებზე საუბარი სრულიად ზედმეტია - ოხანაშვილი მერაბიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე

თუ ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, მას შანსები არ ექნება - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი და აღსრულდა სამართლიანობა, ითვლება, რომ დასრულდა ეს პროცესი.

ადამიანი, რომელიც იყო მინისტრი და მხილებულ იქნა არაერთ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ის 2013 წლის 21 მაისს ორი მუხლით დააკავეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯულ თანხას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.

დღის ამბები