11 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
სიტყვით ევროპელები-საქმით ოკუპანტები - "ევროპული საქართველოს" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს

სიტყვით ევროპელები-საქმით ოკუპანტები - ამ სახელწოდების სტიკერები "ევროპული საქართველოს" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა დღესაც გააკრეს.

მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - დატოვოს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი. აქტივისტები დღეს უკვე არა ეკა ხოფერიას, არამედ ნამდვილად ელენე ხოშტარიას გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მათი პროტესტი პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებამ გამოიწვია. აქტივისტების თქმით, პროტესტი მოთხოვნის შეუსრულებლობამდე გაგრძელდება.

"მოვედით მათ ოფისთან ვინაიდან გავაპროტესტოთ იმ პრო-რუსული საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება პარლამენტში, რომელიც ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის მიუღებელია და ასევე, ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა აქტივისტმა, ნიკა თიკანაშვილმა

დღის ამბები