25 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს

წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. დევნილები ამჯერად სოფელ გვიშტიბში, სამინისტროს მიერ მშენებარე კორპუსებთან შეიკრიბნენ.

ადგილობრივების თქმით, ავარიულ შენობაში ცხოვრობენ და ისინი დაყოვნების გარეშე უნდა გაიყვანონ.

დევნილები აცხადებენ, რომ ბინები ქულების გარეშე უნდა მიეღოთ, ახლა კი სამინისტროში ეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს ქულების მიხედვით მიიღებენ.

ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან და პროტესტის რადიკალური ფორმებით იმუქრებიან.   

"ორი წლის წინ შეგვპირდნენ, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ, კორპუსები აშენდა და ახლა გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ. ასეთ რეჟიმში, როდის  მოგვიწევს არ ვიცით. გაუსაძლს პირობებში ვართ, ან დროულად გაგვიყვანენ, ან პერმანენტული აქციები დაიწყება და უკიდურეს ფორმას მივმართავთ," - ამბობს აქციის მონაწილე. 

სანატორიუმში 55-მდე ოჯახი ცხოვრობს.

დღის ამბები