20 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
სოფელ მატანის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

კვამლი ადგილობრივებმა დღეს დილით დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 10 კილომეტრში შენიშნეს, რომელიც ტყის მასივზე გავრცელდა.

ტერიტორია, სადაც ხანძარი განჩნდა, რთულად მისასვლელი ადგილია, ამიტომ 10-მდე მეხანძრე-მაშველი იძულებული გახდა სტიქიის ზონამდე ფეხით მიეღწია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სამი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

დღის ამბები