უსაფრთხოების მიზნით საგანგებო რეჟიმზე გადადის განათლების სისტემა - სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეწყდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადო. ყველა კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა საბავშვო ბაღებშიც.
პრევენციული ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში ჩატარდება. სკოლებში კი, საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კლასები და დერეფნები სპეციალური ნივთიერებით მუშავდება.