ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა. ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებულია 3 შემთხვევა, ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს დღეს 24 პაციენტის შესახებ ელოდებიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ბოლო ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა. ერთ-ერთ რეკომანდაციად კვლავ რჩება მოწოდება, მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ.
"ევროპაში უკვე სერიოზულადაა გავრცელებული ვირუსი. საფრანგეთში 100 შემთხვევაა, მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ გერმანიაშიც, იტალიაში შემთხვევის რიცხვმა 1000 გადააჭარბა. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში არის 5 საკარანტინო სივრცე, სამი თბილისში, ერთი აბასთუმანში, ერთი კი საჩხერეში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური აცხადებს, საკარანტინე სივრცეში 33 მოქალაქე.
"კარანტინში იმყოფება 33 ჩვენი მოქალაქე. სივრცეში არის სითბო და ნამდვილად არ არის სიცივე. დღეში სამჯერ მათ აკითხავთ ეპიდემიოლოგი და აფასებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ გართულდა მდგომარეობა, აუცილებლად გადავიყვანთ ინფექციურ საავადმყოფოში," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.