18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
16 ახალი პაციენტი ინფექციურში - COVID-19-ზე გამოკვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 200-ს აღემატება. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში დღის განმავლობაში საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ რამდენიმე პაციეტი შეიყვანეს. რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, მესამე დღეა, ასეთი პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა:

"ჩვენს ინფექციურ საავადმყოფოში წევს სულ 35 პაციენტი, მათგან 16 არის ახალი პაციენტი, მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად, პასუხები იქნება დღის ბოლოს. 3 ინფიცირებული გვყავს კვლავინდებურად, ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ აქვს, ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც მსუბუქი,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები